შპს ავიაკომპანია ,,ჯეო სქაი“ დაარსდა 2017 წელს საქართველოში. ავიაკომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამგზავრო და სატვირთო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები. ,,ჯეო სქაი“ დაარსების დღიდან წარმატებით ოპერირებს როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე სატვირთო-საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების მიმართულებით.
6 წლიანი წარმატებული ოპერირების შედეგად ავიაკომპანია ,,ჯეო სქაი“-მ დააარსასამგზავრო მიმართულების ბრენდი, სავაჭრო სახელწოდებით Georgian Wings-ი, რომელიც2023 წლის ივლისის თვიდან წარმატებით ახორციელებს როგორც ქვეყნის შიდა, ასევესაერთაშორისო ფრენებს. Georgian Wings-ის მიზანია შეასრულოს მთავარი როლი კავკასიისრეგიონში მგზავრთა საჰაერო გზით მოგზაურობის და გადაადგილების მიმართულებით.
,,ჯეოსქაი"-ს მოპოვებული აქვს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, გაცემული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი მსოფლიო მასშტაბით ოპერირების უფლებით, ასევე მინიჭებული აქვს საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატი.
ავიაკომპანია ,,ჯეოსქაი”-ს, მოპოვებული აქვს ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) TCO ავტორიზაცია.
არაევროკავშირის წევრი ქვეყნების ავიაკომპანიების ავტორიზაციის პროცესის ფარგლებში (EU safety authorization for foreign air operators – PART-TCO), 2017 წელს ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) ავიაკომპანია „ჯეოსქაი“-ზე საჰაერო უსაფრთხოების ერთიანი ნებართვა გასცა. ავტორიზაციის საფუძველზე, ავიაკომპანიას უფლება ენიჭება ერთი ცენტრალიზებული ნებართვით ოპერირება განახორციელოს EASA-ს წევრ ევროკავშირის 28 და თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის 4 ქვეყანაში.
,,ჯეო სქაი“ასევე ფლობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ გაცემულ სერტიფიკატს CCAR-129, რომლის საფუძველზეც მას მიენიჭა შეუზღუდავი ფრენების განხორციელების უფლება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
ავიაკომპანიის უსაფრთხოების პროგრამა აკრედიტირებულია გერმანიის სამოქალაქო ავიაციის LBA-ს მიერ და გერმანიის სახელმწიფოში ,,ჯეოსქაი“ ასრულებს რეგულარულ რეისებს.
,,ჯეოსქაი"-ს ფლოტი წარმოდგენილია: B747-200; B757-200-ის ტიპის სატვირთო საჰაერო ხომალდებით - სატვირთო გადაზიდვებს ასრულებს მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით და ახდენს ნებისმიერი ლეგალური ტვირთის საჰაერო გზით ტრანსპორტირებას;
ბიზნეს ჯეტი BEECHCRAFT HAWKER 800 XP - მგზავრთა გადაყვანა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მაღალი სერვისით და სტანდარტებით;
სამგზავრო საჰაერო ხომალდი B737-800 - სამგზავრო გადაყვანა-გადაზიდვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით
შვეულმფრენი - AGUSTA A-109K2; AIRBUS H125 - მგზავრების გადაყვანა შვეულმფრენებით, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მეზობელ ქვეყნებში, ტურისტული მარშრუტების დაგეგმვა და მომსახურება, ექსტრემალური ტურიზმის / სპორტული ტურიზმის მომსახურება, არაგაბარიტული / მოცულობითი ტვირთის გადაზიდვა, სამედიცინო/საევაკუაციო და სამაშველო სერვისები.
ავიაკომპანია ძირითადად ქართული საფრენოსნო და საინჟინრო-ტექნიკური მაღალკვალიფიციური პერსონალით არის დაკომპლექტებული.
"ჯეოსქაი” დღეის მდგომარეობით, დარგის ლიდერის სახელწოდებით არის ცნობილი და საერთაშორისო ბაზრის ერთ-ერთ ძლიერ მოთამაშეს და ავიატორთა მსხვილ დამსაქმებელს წარმოადგენს.