Geo Sky-მ ჩინეთიდან საქართველოში 52 ტონა სამედიცინო დანიშნულების ტვირთი ჩამოიტანა


ავიაკომპანია Geo Sky-მ 2020 წლის 29 აპრილს ჩინეთიდან საქართველოში 52 ტონა სამედიცინო დანიშნულების ჰუმანიტარული ტვირთის ჩამოტანა უზრუნველყო.

ტვირთის ტრანსპორტიტება პეკინის საერთაშორისო აეროპორტიდან, ბოინგ 747-200-ის ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდა.
COVID-19-ის გამოსავლენად საჭირო 40 ათასი PCR, ანუ ე.წ. ოქროს სტანდარტის ტესტი, ანტისხეულების 20 ათასი ტესტი და კორონა ვირუსისგან სამედიცინო პერსონალის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები დღეს უკვე საქართველოშია!

ავიაკომპანია ,,ჯეო სქაი"-მ აღნიშნული რეისი შეასრულა ყოველგვარი ფინანსური სარგებლის გარეშე.

მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანეთ საქართველოს ინტერესების საკეთილდღეოდ !

ბოლო სიახლეები და ბლოგები