უკრაინაში საქართველოდან ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირება ავიაკომპანია Geo Sky-მ უზრუნველყო


2022 წლის 27 თებერვალს ავიაკომპანია ,,ჯეო სქაი"-მ უზრუნველყო საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინის დასახმარებლად გამოყოფილი ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირება. ტვირთი პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, მედიკამენტებს, ჟანგბადის კონცენტრატორებს და ჰუმანიტარული დახმარების სხვა საგნებს მოიცავს.

ავიაკომპანია ,,ჯეო სქაი" ყოველთვის მზად არის შეასრულოს ასეთი მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ჰუმანიტარული მისია!

ბოლო სიახლეები და ბლოგები