Geo Sky Kids დღეს 3 წელი უსრულდება


2019 წელს ავიაკომპანია Geo Sky-ს მიერ წამოწყებულ პროექტს Geo Sky Kids დღეს 3 წელი შეუსრულდა.
 
ჩვენთვის ოჯახი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა, სადაც ყურადღების ცენტრში ყოველთვის ჩვენი შვილები არიან. სწორედ ამ იდეით ჩამოვაყალიბეთ პროექტი Geo Sky Kids-ი, რომელიც მთლიანად ფოკუსირებულია ავიაკომპანიის თანამშრომლების შვილებზე. პროექტის ფარგლებში ვცდილობთ ჩვენს შვილებს უკეთ გავაცნოთ და შევაყვაროთ ჩვენი საქმიანობა, ხელი შევუწყოთ ერთმანეთთან დაახლოებაში და საერთო წამოწყებებში.
 
პროექტის წლევანდელი დაბადების დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან გასული წლების პანდემიური გარემოების გამო ყველას ერთად შეკრება შეუძლებელი იყო.
2022 წლის 1 ივნისს კი ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, ერთად ვზეიმობთ ბავშვთა საერთაშორისო დღესა და Geo Sky Kids- ის 3 წლის დაბადების დღეს.

ბოლო სიახლეები და ბლოგები