Geo Sky teens - ახალი ინიციატივა თინეიჯერებისთვის


ავიაკომპანია Geo Sky წელს ახალ ინიციატივას Geo Sky teens -ს უყრის საფუძველს.

წლები გადის და ჩვენი კომპანიაც იზრდება, იზრდება მასშტაბში და იზრდებიან ჩვენი ოჯახის წევრებიც. ყოველ ასაკს თავისი გამოწვევები და უპირატესობები აქვს. ამიტომ გვინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ახალი პროექტი    Geo Sky teens. პროექტი ჩამოყალიბდა ავიაკომპანია Geo sky-ს თანამშრომელთა შვილებისთვის, რომელთა ასაკიც 10 წელს აღემატება. მიგვაჩნია, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ასაკია ჩვენი შვილების ცხოვრებაში და სწორედ აქედან იწყებენ დამოუკიდებლობისკენ თამამად სვლას. ვთვლით, რომ ასეთ დროს ჩვენი, როგორც მშლობლების როლი კიდევ უფრო კრიტიკულია.

Geo Sky teens-ის მიზანია ჩვენს შვილებს შევუქმნათ პლატფორმა, სადაც თავად ჩამოაყალიბებენ საინიციატივო ჯგუფებს, შემოგვთავაზებენ პროექტებსა და ღონისძიებების იდეებს, რომელთა განხორციელებაშიც მათ დაეხმარებათ ავიაკომპანია.

ბოლო სიახლეები და ბლოგები