უახლოეს მომავალში შესაძლოა Airbus-ის მიერ წარმოებულმა ვერტმფრენებმა c-check-ის გავლა თელავში შეძლონ. ამისათვის ინფრასტრუქტურა უკვე არსებობს და მოლაპარაკებები შესაბამისი ნებართვების მიღებაზე მიმდინარეობს.
ავიაკომპანია Geosky-მ თელავში საჰაერო ხომალდების ანგარის და ტექნიკური მომსახურებისთვის გასაწევი ინფრასტრუქტურის მშენებლობა უკვე დაასრულა. საბაზისო ტექნიკური მომსახურების გაწევის უფლებისთვის კი, მოლაპარაკებას საერთაშორისო ბრენდთან, ფრანგულ კომპანია Airbus-თან აწარმოებს.
ავიაკომპანია Geosky-სა და Airbus-ს შორის მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემდეგ, Geosky გახდება პირველი ქართული ავიაკომპანია, რომელიც საერთაშორისო ბრენდის წარმომადგენელი იქნება და ამ ბრენდის ქვეშ განახორციელებს ტექნიკურ ოპერაციებს.
Geosky უკვე სერტიფიცირებულია, როგორც ტექნიკური მომსახურების საწარმო და ამ ეტაპზე Agusta-ს ტიპის ვერტმფრენებზე საბაზისო მომსახურების გაწევა შეუძლია, ხოლო რაც შეეხება Airbus-ს მოლაპარაკებები პროცესშია. მუშაობა მიმდინარეობს საბაზისო ტექნიკური მომსახურების ნებართვასთან დაკავშირებით.