ავიაკომპანია Geosky ავიაპარკის გაფართოებას განაგრძობს. ახალ შვეულმფრენს ავიაკომპანია დეკემბრის ბოლომდე მწარმოებლისგან, ავიამშენებელი საწარმო Airbus-გან მიიღებს.
Geosky-მ გადაწყვიტა პირდაპირ Airbus-ისგან შეიძინოს შვეულმფრენი H125 ტიპის AS350 B3 მოდიფიკაციის. რომელიც 2022 წელს იქნება გამოშვებული.
აწყობა Airbus-ის ქარხანაში ამ წუთებშიც მიმდინარეობს და შვეულმფრენის სერიული ნომერიც უკვე ცნობილია.