Boeing 747-281BF -მა, სარეგისტრაციო ნომერი: 4L-GEO, მწარმოებლის მიერ დადგენილი გეგმიური კალენდარული ტექნიკური შემოწმება, ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში წარმატებით გაიარა. საჰაერო ხომალდის ტექნიკური შემოწმების პროცესი 45 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დაბრუნდა და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ოპერირებას.
ჯაკარტაში Boeing 747-200-ის ტექნიკური დათვალიერების სერვისი კომპანია GMF AeroAsia-მ უზრუნველყო.