ავიაკომპანია ,,ჯეო სქაი“-ს ბოინგ 757-200-ის ტიპის საჰაერო ხომალდის სერტიფიცირების პროცესი დასრულდა და მზად არის ოპერირების დასაწყებად


ავიაკომპანია ,,ჯეო სქაი“-მ დაასრულა ბოინგ 757-200-ის ტიპის საჰაერო ხომალდის სერტიფიცირების პროცესი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

სერტიფიცირების პროცესი მოიცავს: საჰაერო ხომალდის რეგისტრაცია-ვარგისობას და ექსპულატანტის სერტიფიკატის დანართ N1 -ში შეტანას.

ასევე, აღნიშნულმა საჰაერო ხომალდმა წარმატებით გაიარა არაევროკავშირის წევრი ქვეყნების ავიაკომპანიების ავტორიზაციის პროცესი (EU safety authorization for foreign air operators – PART-TCO).

აღნიშნული აღიარება აძლევს საჰაერო ხომალდს ნებართვას,   შეუზღუდავი ფრენები განახორციელოს, როგორც ევროპის მიმართულებით, ასევე ევროპიდან ტვირთის საჰაერო გზით ტრანსპორტირებისთვის.

ბოლო სიახლეები და ბლოგები