ავიაკომპანია Geosky-ს AIRBUS HELICOPTERS-ის მიერ წარმოებული 2022 წლის შვეულმფრენი H125 ოფიციალურად გადმოეცა


ავიაკომპანია Geosky- ს მიერ დაკვეთილი შვეულმფრენის H125-ს დამზადება კოპანია AIRBUS HELICOPTERS-მა დაასრულა და ავიაკომპანია Geosky-ს ოფიციალურად გადმოსცა.

გადმოცემის ცერემონიას საფრანგეთში, ქალაქ მარსელში კომპანია AIRBUS HELICOPTERS-ის სათაო ოფისში, AIRBUS-ის, ავიაკომპანია Geosky-სა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღნიშნული შვეულმფრენი, ავიაკომპანიამ 2022 წლის ზაფხულში დაუკვეთა და ამავე წელს დაამზადა.

H125 ტიპის შვეულმფრენი ეფექტურად გამოიყენება, როგორც ტურისტული, ასევე სამედიცინო საევაკუაციო და სამთო-სამაშველო ღონისძიებებისათვის.

ბოლო სიახლეები და ბლოგები