,,ტავ ურბან საქართველო"-ს ორგანიზებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი სწავლება ,,თბილისი-2022" გაიმართა, რომელშიც ავიაკომპანია ,,ჯეოსქაი" და სხვა საჯარო თუ კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას.
სწავლების მიზანია საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების ეფექტურობისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლება.
აღნიშნული სრულმასშტაბიანი სწავლება თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში რეგულარულად ტარდება.