ავიაკომპამნია Geosky-ს პარტნიორობით, აეროპორტის დასახლებაში არსებული, სავატეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში შემავალი 18 წლამდე ასაკის მებრძოლებით დაკომპლექტებული კლუბი Iron-Leg-ი, გერმანიის ღია მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება, სადაც მებრძოლები მონაწილეობას მიიღებენ K1 წესებით გამართულ ორთაბრძოლებში.
აღნიშნულ ღია ჩემპიონატში, მსოფლიოს 17 ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის არის საქართველო.
კლუბის წევრებს გამგზავრებამდე, ავიაკომპანია Geosky-ის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს და წარმატებები უსურვეს ასპარეზზე, საქართველოს წარმოსაჩენად.