ავიაკომპანია Geosky-ს პარტნიორმა კლუბმა Iron-Leg-მა გერმანიის ჩემპიონატზე ასპარეზობა საპრიზო ადგილების მოპოვებით დაასრულა


გერმანიაში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის ღია ასპარეზობა 18 წლამდე ასაკის K1 წესებით ორთაბრძოლაში, Geosky-ს პარტნიორმა კლუბმა Iron-Leg-მა საპრიზო ადგილების მოპოვებით დაასრულა და საქართველოში მებრძოლები 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლებით ბრუნდებიან.

მოასპარეზეები არა ერთი ჩემპიონატის და საპრიზო ადგილის მფლობელი ორთამბრძოლელები არიან და გერმანიის ღია ჩემპიონატში ასპარეზობით, მათ საბრძოლო რეიტინგს კიდევ ერთი წარმატებული ორთაბრძოლა შეემატა.  

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია Geosky,  აეროპორტის დასახლებაში არსებული, სავატეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში შემავალი 18 წლამდე ასაკის მებრძოლებით დაკომპლექტებული  კლუბი Iron-Leg-ის მხარდამჭერი და პარტნიორია. 

ბოლო სიახლეები და ბლოგები