ავიაკომპანია Geosky-მ Geosky Kids-ის გუნდის პატარა ელჩებს რარიტეტული ბოინგ 747-200-ის ბორტზე უმასპინძლა და გუნდის დაარსებისა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა


ავიაკომპანია Geosky-მ Geosky Kids დაბადების დღე მიულოცა და გუნდის წევრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბოინგ 747-200-ის ტიპის საჰაერო ხომალდზე უმასპინძლა. 
Geosky-ის პატარა ელჩები, 1 დღით პატარა პილოტებად გარდაიქმნენ და რარიტეტული ბოინგის მფრინავის კაბინაში თავი ნამდვილ ავიატორებად იგრძნეს. 
 
ავიაკომპანია Geosky უკლებრივ ყველა ბავშვს ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და უსურვებს ლაღ და ბედნიერ ბავშვობას!
 
შეგახსენებთ, რომ Geosky Kids-ი არის ავიაკომპანიის  თანამშრომელთა შვილებისთვის  დაარსებული პროექტი, რომელიც ემსახურება, ავიაკომპანიის გუნდის პატარა წარმომადგენლებისთვის სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებების ორგანიზებას. 

ბოლო სიახლეები და ბლოგები