ავიაკომპანია Geosky უდაბნო 2023-საქართველოს რალი რეიდის ჩემპიონატის პარტნიორია


საქართველოს რალი რეიდის ჩემპიონატის პირველი გახსნითი ეტაპი კახეთში გაიმართა, სადაც მონაწილეობა პროფესიონალმა და მოყვარულმა მრბოლელებმა მიიღეს.

რალის მსვლელობის პერიოდში, საჭიროების შემთხვევაში მონაწილეთა უსაფრთხო და დროულ ტრანსპორტირებაზე სამედიცინო დაწესებულებამდე, ავიაკომპანიის სამედიცინო ევაკუაციისათვის გათვლილი შვეულმფრენი ბაზირებდა.

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია Geosky-ს შვეულმფრენი სრულად ეკიპირებულია ყველა იმ სამედიცინო, პირველადი დახმარების აღჭურვილობითა და მოწყობილობით, რაც საშუალებას იძლევა საჭირობის შემთხვევაში დაშავებულის დროულად გადაყვანისა და პირველადი გადაუდებელი დახმარების გაწევის შესაძლებლობას ფრენის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებამდე.

ბოლო სიახლეები და ბლოგები