თბილისი-ტრაპიზონი, თბილისი-სამსუნის მიმართულებით პირადაპირი ავიარეისების დანიშვნისა და განხორციელების თხოვნით ბიზნეს წარმომადგენლებმა ავიაკომპანია Geosky-ს უკვე მიმართეს. ტრაპიზონისა და სამსუნის მიმართულებით რეისების განხორციელების საკითხზე, ავიაკომპანია Geosky-ს მენეჯმენტსა და DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე TÜRSAB-ის შავიზღვისპირეთის ოფისის თავმჯდომარესთან ვოლქან ქანთარჯის შორის საქმიანი შეხვედრა შედგა, სადაც განხილული იყო სამომავლო გეგმები და თანამშრომლობა.
თბილისი-ტრაპიზონი-თბილისის და თბილისი-სამსუნი-თბილისის საჰაერო ხაზებზე ავიარეისების დანიშვნა ორ ქვეყანას შორის ტურიზმისა და სამედიცინო ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს და ეკონომიკურ ურთიერთობებს კიდევ უფრო გაამყარებს.