ავიაკომპანია Geosky-Georgian Wings-ი აგრძელებს უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების შენარჩუნებას - სერტიფიცირებულია IOSA-ს მიერ


ქართულმა ავიაკომპანია Geosky -იმ (სამგზავრო მიმართულება Georgian Wings) მოიპოვა IOSA-ს (IATA OPERATIONAL SAFETY AUDIT - საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის უსაფრთხობის აუდიტი) წარმატებით დასრულების სერთიფიკატი.

2023 წლის მაისში ავიაკომპანიამ უმასპინძლა IATA-ს მიერ აღიარებულ აუდიტორთა გუნდს, შემოწმდა ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა მიმართულება და ორგანიზაციაში არსებული ყველა დეპარტამენტი. ავიაკომპანიის გუნდის დაუღალავი შრომისა და ორგანიზაციაში დანერგილი მაღალი სტანდარტების საფუძველზე, ავიაკომპანიამ წარმატებით გაიარა IATA-ს საექსპლუატაციო უსაფრთხოების აუდიტი (IOSA).

Geosky-სათვის ფრენების უსაფრთხოება უმთავრესი პრიორიტეტია. IOSA-ს სტანდარტებთან და სარეკომენდაციო პრაქტიკებთან შესაბამისობა კი ამის გარანტი.

საავიაციო სექტორში, IOSA სტანდარტებთად შესაბამისობა და სერტიფიცირება წარმოადგენს და ხაზს უსვამს ავიაკომპანიაში დანერგილ მაღალ სტანდარტებს, ხელს უწყობს საექსპლუატაციო და ფრენების არეალის გაზრდას, ავიაკომპანიისდამი ნდობასა და ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ბაზარზე.

Geosky დაუღალავად განაგრძობს აღნიშნული ხარისხის შენარჩუნებასა და განვითარებას, რაც მომავალში აუცილებლად გაცილებით დიდი წარმატების მომტანი გახდება.

აღნიშნული სერთიფიკატი ხაზს უსვამს არა მხოლოდ ჩვენს მგზავრთა და ტვირთის უსაფრთხო გადაყვანა/გადაზიდვების ვალდებულებას, არამედ მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვას.

IOSA-ს პროგრამის წარმატებით გავლა ოპერატორს უხსნის გზას IATA-ს წევრობისაკენ. IATA-ს წევრობა კი კიდევ ერთი წარმატება იქნება როგორც ჩვენი ავიაკომპანიის ასევე სრულიად საქართველოს ავიაციის სექტორისათვის.

ავიაკომპანიის ხელმძღვანელობა მადლობას უხდის ავიაკომპანიის გუნდის წევრებს და აფასებს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ შეტანილ წვლილსა და თანადგომას ამ წარმატებაში.

ბოლო სიახლეები და ბლოგები