კომპანიის ტექნიკური მომსახურების საწარმო ავტორიზებულია შეასრულოს
A109K2 ტიპის შვეულმფრენების და მათი ძრავების (Turbomeca Arriel 1K1)
ტექნიკური მომსახურების სამუშაოები, კერძოდ:
1. სახაზო ტექნიკური მომსახურება სრული მოცულობით
2. ბაზური ტექნიკური მომსახურება (შეზღუდული შესაძლებლობების
ფარგლებში: 600 საათამდე გეგმიური სამუშაოები, 1200 საათამდე
არაგეგმიური სპეციალური სამუშაოები და 1000 საათამდე სამუშაოები
Arriel 1K1 ძრავებზე)
3. შეზეთვის და სერვისის სამუშაოები სრული მოცულობით
4. დეფექტების აღმოფხვრა და სახაზო კომპონენტების (LRU) შეცვლა
5. მცირე მასშტაბის დაზიანენების შეკეთება და სამოდიფიკაციო სამუშაოები
სამუშაოების სრულფასოვნად შესრულებისათვის ტექნიკური მომსახურების
დეპარტამენტი უზრუნველყოფილია შესაბამისი ინსტრუმენტით და
სათადარიგო ნაწილების მარაგებით, რომელიც განთავსებულია თანამედროვე
სტანდარტებით აღჭურვილ საწყობებში.
კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს შესაბამისი სერტიფიცირების მქონე
უცხოურ საწარმოებთან, რათა დროულად და ხარისხიანად შესრულდეს ისეთი
სამუშაოები, რომელიც აჭარბებს კომპანიის შესაძლებლობებს.
დამატებითი შესაძლებლობები:
კომპანიას გააჩნია შესაბამისი აღჭურვილობა და უფლებამოსილება, რათა
შეასრულოს დამატებითი სამუშაოები:
2. ძრავების ბოროსკოპიული ინსპექტირება
3. გრიგალური ველებით ინსპექტირება (Eddy Current Testing (ET))